|
2025-07-02 16:53:57, 1267 ნახვა
ეკონომიკა
Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზიარებენ
საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების გამავრცელებელი ორგანიზაცია, წელს Change Inspire-ის მთავარი პარტნიორია. კონფერენციაზე ბანკის გუნდის რვა წარმომადგენელი წარსდგება და AI-ის ინტეგრაციის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებსა და ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს. Change Inspire საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“. საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან:
კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ. შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგას“ და გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)