15:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:30:15, 623 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე ლექცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა თემაზე -„კიბერსივრცის მნიშვნელობა და საფრთხეები - რა გამოწვევების წინაშე შესაძლოა დადგეს კიბერსამყარო“. ლექცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრიას გოცირიძემ წაიკითხა. იგი სტუდენტებს კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კიბერსივრცის ზოგად მახასიათებლებსა და კიბერთავდაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრა.

მოგვიანებით, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ანდრია გოცირიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, ზოგადად, საზოგადოებაში ითვალისწინებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics