|
2025-06-17 12:02:20, 859 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით AI-ის ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკი მრავალი წელია, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. იგი როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კი ბანკის ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის აღიარებაა Global Finance-ის მიერ მინიჭებული 4 ჯილდო, რომლებიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიიღო. AI in Finance Awards ახალი დაჯილდოებაა Global Finance-ისგან და მისი მიზანია ის ბანკები წარმოაჩინოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აღიქვამენ. პროგრამა ხორციელდება CGI-სთან, გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. „კორპორაციული მიმართულებით ჩვენი ხედვა ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდება. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიური საფუძველია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საკუთარი საქმიანობა მეტად ეფექტიანად მართონ, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და მუდმივად ცვალებად გარემოს სწრაფად უპასუხონ. ამ ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ თავად მოაქვს ცვლილებები რეგიონის ფინანსურ ეკოსისტემაში“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკმა კორპორაციული მიმართულებით AI in Finance Awards-ის ფარგლებში ჯილდოები შემდეგ კატეგორიები მოიპოვა: · საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე (საქართველო); · საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა); · ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — ქვეყნის დონეზე (საქართველო); · ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)