00:35 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 21:43:12, 1314 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა

ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს…

მის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ვაშინგტონის ჩართულობა ან დახმარება არ ყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics