10:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 21:36:08, 1212 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება.

მდინარაძის თქმით, ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

„განვიხილეთ საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, გავრცელებული კადრებით თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე აწუხებს. ამ გამოწვევების ადეკვატურად მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც გულისხმობს შემდეგს - სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსავლის აკრძალვა.

ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics