11:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 12:54:04, 621 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ჩვენს პოზიციაზე გავლენას ვერავინ მოახდენს

ჩვენი პოზიცია როგორც იყო დასაწყისში, ისეთია დღესაც და იქნება ხვალაც. ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც – გარედან. თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი, რაზეც მზად არის პარტია ამ საკითხზე სასაუბროდ.

„იყო ერთობასა და რაღაცებზე საუბარი – ერთი რამ გაიგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პერსონალურად, ქალბატონმა წითლიძემ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვერ იქნებოდა იმის წინააღმდეგი, რაც ბუნებაში არ არსებობდა და არც იარსებებს, ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი ერთობა. ასეთი რამ არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში არ იარსებებს. ამიტომ, ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავშლით იმას, რაც არ არსებობს. ვთქვით და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. რაღაც დისკუსიებზე იყო საუბარი და ჩვენ ეს დისკუსიები გავლილი გვაქვს. იდისკუსიონ რამდენიც უნდათ იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა მონაწილეობის მიღებას. ჩვენთვის შემდეგი ეტაპი არის ნეიტრალურ და აპოლიტიკურ კანდიდატებზე შეჯერების საკითხი. როგორც კი მათი დისკუსიის დღის წესრიგში ეს საკითხი გაჩნდება, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics