|
2025-06-04 16:04:25, 1025 ნახვა
ეკონომიკა
ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“
საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“. ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ. მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა. „ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ. „მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა. „ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, -მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა - ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)