|
2016-03-17 17:02:03, 1143 ნახვა
სხვადასხვა
Nike-ის ინოვაცია - ფეხსაცმელი ავტომატური შეკვრის ფუნქციით
კომპანია Nike-მა ახალი ინოვაციური ფეხსაცმელი წარადგინა, რომლის თასმებიც ავტომატურად იკვრება. ახალი მოდელი HyperAdapt-ის სახელითაა ცნობილი. თასმა ავტომატურად მას შემდეგ იკვრება, როგორც კი ქუსლში ჩამონტაჟებული სპეციალური გადამცემი ფეხსაცმელში ფეხის ჩადგმაზე რეაგირებს. თასმების სიგრძის დარეგულირება შესაბამისი ღილაკებით არის შესაძლებელი, რომელიც ფეხსაცმელზეა დამონტაჟებული. კომპანია ახალ ფეხსაცმელზე დიდ იმედებს ამყარებს და სურვილს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი მასშტაბურ გაყიდვაში შევიდეს. ინოვაციური ფეხსაცმლის გაყიდვა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა მისი გაყიდვის ფასი ჯერ კიდევ უცნობია. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ფეხსაცმელი ადრე კომპანია Puma-მ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Puma-ს სპორტულ ფეხსაცმელს Autodisc-ის აგრეთვე გააჩნდა თასმების ავტომატური შეკვრის ფუნქცია, თუმცა ეს ფუნქცია ღილაკზე დაჭერით რეგულირდებოდა და არა ჩაცმისთანავე. ფეხსაცმელი მასობრივ წარმოებში ჯერ არ შესულა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფეხსაცმლის დატენვის სისტემა უნდა დაიხვეწოს, რადგან ახლა ის USB-კაბელით იტენება. Nike-ში ამბობენ, რომ მომხმარებელი უპირატესობას მიანიჭებს, ფეხსაცმელი სპეციალურ ხალიჩაზე დატენოს. საინტერესოა, რომ თასმების ავტომატური შეკვრის ფუნქცია, მას შემდეგ გახდა პოპულარული და ცნობილი, რაც 1989 წელს ფილმი "უკან მომავალში 2" გამოვიდა. ფილმის მთავარ გმირს სწორედ ასეთი ფუნქციით დატვირთული ფეხსაცმელი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მთავარ გმირს ფეხსაცმელი NIke-მა შეუქმნა. პროექტის განხორციელებისთვის, კომპანიას 15 წელი დასჭირდა.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)