16:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 18:43:11, 812 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი, მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.

„პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს და უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც „გაიპრავებს“ და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ.

ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება“, – წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics