02:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 16:04:29, 821 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს

ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება, ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს.

„ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია. მამული, ენა, სარწმუნოება – ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა. რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდოს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვიათარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია – საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს. ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად. 26 მაისი ჩვენი დღეა. მეამაყება რომ ვარ ქართველი! მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა“, – წერს მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics