15:35 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 17:54:45, 1528 ნახვა

მსოფლიო
მედია - სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

„სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოზიტიური როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics