|
2025-05-15 12:34:50, 764 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თიბისის ორი ჯილდო გადასცა. EBRD-მ თიბისი ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის - ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 2200-მდე მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც თიბისი ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს. EBRD-ს კიდევ ერთი ჯილდო კი თიბისიმ წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის მიიღო, რომელიც ბანკს პირველად გადაეცა. გლობალური ჯილდო თიბისიმ მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის მოიპოვა, რაც გარემოზე ზიანის შემცირებას უწყობს ხელს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, რაც კლიმატური გამოწვევების ფონზე ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გლობალური დათბობის ზიანის შემცირებისთვის თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურ ნაბიჯებს დგამს როგორც დაფინანსების გაცემის, ასევე შიდა პოლიტიკის განსაზღვრის ეტაპზე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)