11:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:52:29, 427 ნახვა

პოლიტიკა
თსუ-ს აკადემიური საბჭოს სხდომაზე სავარაუდოდ, ლადო პაპავას იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრები შეიკრიბნენ და ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს.

საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს განიხილავენ. არაოფიციალური ინფორმაციით, სხდომაზე რექტორის ლადო პაპავას იმპიჩმენტზეც მსჯელობენ.

აღსანიშნავია, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და მას თავად რექტორი ლადო პაპავაც ესწრება.

ამ დრომდე ლადო პაპავას იმპიჩმენტს მხოლოდ თვითმმართველობის წარმომადგენლები ითხოვდნენ, თუმცა განიხილება თუ არა ეს საკითხი აკადემიური საბჭოს დახურულ სხდომაზე, ამ დრომდე უცნობია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics