19:25 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 17:50:35, 504 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის

ევროპა ტარიფების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ამიტომ ეს ძალაში რჩება. ჩვენ სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფები შევთავაზეთ, რადგან ევროპა კარგი შეთანხმებისთვის ყოველთვის მზად არის. ასევე, მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ტარიფები ამერიკელ მომხმარებელსა და ბიზნესს უზარმაზარ ხარჯებს აკისრებს.

„ევროკავშირმა არსებული ბარიერებისგან გათავისუფლებით ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics