11:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 17:28:02, 917 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის - 8 აპრილის ღამიდან პარლამენტთან ვიქნებით

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ისინი რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ღამეს პარლამენტთან გაათენებენ. 

"2 აპრილს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს და 8 აპრილს პარლამენტთან ღამის გასათევად იკრიბებიან. კოალიცია ცვლილებისთვის მათ ინიციატივას ვუერთდებით - 8 აპრილის ღამიდან პარლამენტთან ვიქნებით და 9 აპრილის ისტორიულ დღეს თანამებრძოლებთან ერთად შევხვდებით.

სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". - წერია კოალიციის განცხადებაში.

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივი განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ. მათი თქმით, 8 აპრილს პარლამენტთან შეიკრიბებიან და 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად, ღამეს გაათენებენ.

იქამდე, 1-ელ აპრილს, პაატა ბურჭულაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან შეკრებისკენ და არდაშლისკენ მოუწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics