03:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 14:30:56, 743 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - ევროპელი პოლიტიკოსების რუსოფობიის მწვავე ფორმის საუკეთესო წამალი რუსული რაკეტებია

ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსოფობიის მწვავე ფორმით დაავადდა, საუკეთესო წამალი უახლესი რუსული რაკეტებია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსომანიით (აგრეთვე რუსოფობია) მწვავე ფორმით დაავადდა. მკურნალობა სიმპტომურია. ტრადიციული მედიკამენტები, ზოგადად, არაეფექტურია. საუკეთესო თერაპიული ეფექტი დაფიქსირდა ძლიერი სედატიური საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას, როგორიცაა „კალიბრი“, „ონიქსი“, „ისკანდერი“ და ძლიერი მრავალკომპონენტიანი ტრანკვილიზატორი „ორეშნიკი“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, რუსოფობიის მანიაკალურ სტადიას ახასიათებს მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ძლიერ ადამიანებზე თავდასხმის სურვილი.

„მანიაკალურ სტადიაში მყოფი პაციენტების მაგალითები არიან მაკრონი, სტარმერი, სტუბი და მრავალი სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, - აღნიშნა მედვედევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics