03:43 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 23:48:45, 757 ნახვა

სამართალი
ლადო პაპავა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და  დაპირისპირებაში  მის პირად ინტერესებს გამორიცხავს. 

ლადო პაპავა აცხადებს, რომ თუ გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის კანდიდატურობიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა, ამის შესახებ სენატმა უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

"თუკი ვინმე ნერვიულობს ყველაზე მეტად მე ვნერვიულობ. ვინმეს, რომ რამე მოუვიდეს უპირველეს ყოვლისა ჩემი პასუხისმგებლობაა და ჩემი პოზიცია არის უკიდურესად ფრთხილი," - განაცხადა ლადო პაპავამ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში.

ის იქვე აცხადებს, რომ მას არ სურს დაიჯეროს, რომ სტუდენტების აქცია გარე ძალებისგან მართულია.

რაც შეეხება "ოდეერების" ინსტიტუტს, სახელმწიფო უნივერსიტეტში ოდეერების არსებობასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის კატეგორიული უარყოფის მიუხედავად ლადო პაპავა საკუთარ პოზიციას არ ცვლის და უნივერსიტეტში ოდეერების ყოფნას კვლავ ადასტურებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics