|
2025-03-25 16:46:25, 1112 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე - მივიღე ახალი გადაწყვეტილება, რომ შიმშილობასთან ერთად, ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა აეკრძალოთ
პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18 დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს და იმ ფაქტსაც ეხმიანება, რომ დღევანდელ პროცესზე მისი გადაყვანა არ მომხდარა. როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, მან იცოდა, რომ ეტლით უნდა გადაეყვანათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, თუმცა მასთან ბადრაგი მივიდა და უთხრა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ აუღეს ანალიზები. მისივე თქმით, „უეცრად, მთავარმა ექიმმა უთხრა“, რომ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდა, რამაც მისის გაღიზიანება გამოიწვია. „დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს. შეთანხმებისამებრ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა, ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად. უეცრად, ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. მე ვითხოვდი შეთანხმებისამებრ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც, მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს. ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში. შემდგომ ბადრაგს უთხრა, უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს. ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იმავენაირად არის ამ პროცესის მონაწილე, როგორც პროკურორი და მოსამართლე. მიზანიც ცხადი იყო, რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ. პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში. კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს. ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, სანამ შემიძლია კომუნიკაცია. ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ან თქვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი. თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. წინასწარ გიხდით მადლობას”,- წერს ჩიკვაიძე.
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)