05:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 12:11:46, 953 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს, რომლის ანაზღაურება 6 424 ლარია

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს.

ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მიხეილ ყაველაშვილს ერთადერთი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგო 6 424 ლარია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიზეზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი მრჩევლის ვინაობა და CV არ მოგვაწოდა, მაგრამ როგორც BMG-მ გაარკვია, ის ლუკა ეხვაიაა.

ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.

წყარო: ბიმეჯი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics