|
2016-03-11 19:00:08, 1210 ნახვა
კომენტარი
გიორგი ახვლედიანი: არ მითქვამს, რომ „ექსპრესნიუსს“ ინფორმაციას სპეცსამსახურები აწვდიან
„დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მას „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული ნიუსრუმის მთავარი რედაქტორისთვის არ უთქვამს, რომ სააგენტოს სპეცსამსახურები ინფორმაციას აწვდიან. „ეგ რა შუაშია? აქამდე არც ბატონ მანაგაძეზე მსენია არაფერი და არც მის საქმიანობაზე, მე ვუთხარი, რომ მის შესახებ არაფერი მსენია. ვუთხარი, რომ არ ვიცი ვინ არის ის. ეს იყო და ეს“, - აღნიშნა ახვლედიანმა. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მას პირადი შეურაცხყოფა „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული ნიუსრუმის მთავარმა რედაქტორმა მიაყენა. მისივე განმარტებით, მანაგაძეს სურდა, რომ მას ლგბტ თემით ესაუბრა და რომ არ იისაუბრა სწორედ ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება. „მე ვუთხარი ბატონ ირაკლის, რომ საერთოდ არ ვიცი მისი პროფესიის შესახებ. მე აქამდე არც მისი სააგენტოს შესახებ მსმენია არაფერი. ვუთხარი, რომ არ ვიცი ვინ არის. ეს იყო და ეს. ჩვენი დაპირისპირება და მკაცრი დებატები სხვა თემასთან დაკავშირებით იყო. ეგ რა შუაშია? ბატონი მანაგაძე არის თავგამოდებული „მამათმავალთა“ თემის დამცველი. ეს რა თქმა უნდა ეთერში ვუთხარი. მე ქართულად საუბრის უფლება მაქვს ეთერშიც და ეთერს მიღმაც და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ვისაუბრო ინგლისური ტერმინებით, მითუმეტეს აბრევიატურით. ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს, ლგბტ თემი. ამიტომ როდესაც მე მინდა ავხსნა კონკრეტულად საქმე მე გამოვიყენებ ქართულ ტერმინებს. სამედიცინო ტერმინოლოგიაზე ვსაუბრობ სიტყვა „პედერასტი“, ქართულად ვისაუბრე, თუმცა ამის თქმის საშუალება და უფლებაც მაქვს. ავხსენი ქართულად. ამ ადამიანს ძალიან უნდოდა, რომ ლგბტ თემით მესაუბრა. მე მივმართავდი ქართველ მაყურებელს და მივმართავდი თუ რა ჰქვია ამ მოვლენას. ამაზე გვქონდა ძირითადად კამათი, ამასთან დაკავშირებით გამოიწვია მწვავე რეაქცია. არაუშავს, ბატონი მანაგაძეც განერვიულდა და მეც, არა უშავს, ხდება ხოლმე დებატებში. ბატონმა მანაგაძემ მომაყენა პირადი შეურაცხყოფა. დებატების ფორმატი ითვალისწინებს ხოლმე ხანდახან მწვავე დაპირისპირებას. შეურაცხყოფა მომაყენა ირაკლი მანაგაძემ ნამდვილად, მაგრამ მე თმენის ვალდებულება მაქვს. ერთი კონკრეტული მხარე, როდესაც ცდილობს, რომ გამოიწვიო, პროვოკაცია მოუწყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს მეორე მხარეს ხშირად გადადის ხოლმე მწავე ფორმატში და ამას მოყვება ხოლმე რეიტინგი“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. ცნობისთვის, „ექსპრესნიუსის“ გაერთიანებული ნიუსრუმის მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დებატების შემდეგ, ეთერს მიღმა მას უთხრა, რომ იცის თუ რომელი სპეცსამსახურები აწვდიან ინფორმაციას „ექსპრესნიუსს“.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)