09:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 15:18:10, 603 ნახვა

საზოგადოება
მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ვახტანგ დოლიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტს დამატებით 8 ერთეული, ხოლო ქ. გორის მუნიციპალიტეტს 7 ერთეული მრავალფუნქციური პრინტერი გადასცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის პირველი ეტაპი იანვრის თვეში განხორციელდა.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ათი საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და ბათუმი), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების გაცემა ელექტრონულ ფორმატში მოხდება.

„აღნიშნული სისტემების დანერგვის საშუალებით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" ფინანსური მხარდაჭერით. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტებს 155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics