09:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 14:54:51, 592 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში აქციას ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციას ილიას უნივერსიტეტის  სტუდენტებიც შეუერთდნენ.

ამის შესახებ " ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

თსუ-ს სტუდენტებმა ილიაუნის სტუდენტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და უნივერსიტეტის შენობაში შეიპატიჟეს.

სტუდენტების  მოთხოვნები უცვლელია:  დაუყოვნებლივ მოხსნას კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა, თსუ-ის ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინოს  ფაქტზე, როდესაც უნივერსიტეტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ, რაც აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტის ავტონომიის უხეში დარღვევაა და მესამე მოთხოვნაა, უნივერსიტეტი საბოლოოდ გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერებისგან, რომლებმაც უნივერსიტეტში კლანური სისტემა შექმნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics