10:50 - 13 May, 2026
|
2025-03-13 10:47:56, 931 ნახვა
ომი უკრაინაში
დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა
დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე საწარმო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კალუგის ოლქის გუბერნატორზე, ვლადისლავ შაფშაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტექნიკურ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. საწარმოს ღამის ცვლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო“, - წერს კალუგის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ექვსი ოლქის ტერიტორიაზე 77 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 კალუგის ოლქში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)