12:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 13:02:46, 439 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს უმასპინძლა, ეს ცინიზმის მწვერვალია

ცხადია, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმე არა ფულის უმიზნო ხარჯვასთან გვაქვს, არამედ როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე თემურ ჯანაშია მაღალო დონის შეხვედრებს მართავდნენ პარტნიორებთან და ეს ფინანსებიც, სწორედ ამიტომ იხარჯებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სამი მილიარდი მოჰპარა ხალხს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა. ეს ცინიზმის მწვერვალია და მჯერა, რომ ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს. ცხადია ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 11 წელია ამ საქმეს იძიებენ. ბატონ ჯანაშიას ამდენი ხნის განმავლობაში ატარებენ სასამართლოში, ადამიანს, რომელიც ქვეყანას იცავდა. ეს ადამიანი მუდმივად სახელმწიფოს ემსახურებოდა, ის მასპინძლობდა მაღალი დონის პირებს და ცინიზმია, როცა თაღლითი და ქურდი მესამე პრეზიდენტსა და თემურ ჯანაშიას ასამართლებს. ეს პუტინის დანაპირების შესრულებაა და მიხეილ სააკაშვილს ქართველების ხელით ასამართლებს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics