12:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 15:08:40, 705 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ყველა ის სანქცია, რომელიც ივანიშვილს უკვე დაუწესეს, მისივე ბრალია

EU-ს მიმართ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მოწოდებას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ეხმაურება. 

"ყველა ის სანქცია, რომელიც ივანიშვილს უკვე დაუწესეს, მისივე ბრალია" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

გამომდინარე იქიდან, რომ 27 ქვეყნის თანხმობა სანქციებზე არ არის, თქვენ ხედავთ, რომ უკვე არის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები. შესაბამისად, რა ფორმას გამოხატავს ევროკავშირი, რომ 27-ვე სახელმწიფოს თანხმობის გარეშე მოხდეს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ცალსახაა ის, რომ ყველა ის სანქცია, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში ივანიშვილს აქვს უკვე მიღებული, არის ივანიშვილს ბრალი, იმიტომ რომ ის დაუპირისპირდა საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას არაადამიანური მოპყრობით.  დემოკრატიის ყველა ფორმა ფეხქვეშ გათელა", - ამბობს თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, ევროპარლამენტრამა რასა იუკნევიჩიანემ ევროკავშირს მიმართა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დააწესოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics