02:08 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 13:14:57, 472 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - თეთრ სახლში შეხვედრა მიზანიმართული ესკალაცია იყო

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის მომხდარი დაპირისპირება ,,მიზანმიმართული ესკალაცია" იყო. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა ბერლინში ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

,,ჩემი აზრით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ზელენსკის განცხადებებზე რეაქცია, სპონტანური არ ყოფილა – ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ესკალაციას. როგორც წესი, ეს პრესასთან შეხვედრები მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, თუმცა, პარასკევს, ყველაფერი სხვაგვარად იყო". - თქვა მერცმა.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ საკმაოდ გაკვირვებული იყო, მათ შორის, დიალოგის ორმხრივი ტონით.

გერმანიის მომავალი კანცლერის თქმით, ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარი დაპირისპირება, აშშ-ს მთავრობის ამჟამინდელ ქცევებში ჯდება.

,,ის, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ გარკვეულწილად თანმიმდევრულია ბოლო კვირებსა და თვეებში მომხდარი რიგი მოვლენების გათვალისწინებით, მათ შორის, აშშ-ს დელეგაციის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოჩენასთან დაკავშირებით". - თქვა მერცმა.

მერცის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს რომ დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის მზად არის, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ამერიკელების ევროპაში შენარჩუნება. მისი თქმით, აშშ ასევე დაინტერესებულია ამით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics