20:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 17:58:44, 618 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - უფლებადამცველები და საპროტესტო აქციის მონაწილეები დაფინანსებულები არიან

გია ვოლსკი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ამჯერადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას ავითარებს და აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები, რომლებიც 93-ე დღეა ქუჩაში დგანან, დაფინანსებულები არიან.

„რუსეთში რა განცხადებებს აკეთებენ, ერთია. რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, ვკითხულობთ თუ არ ვკითხულობთ, ფაქტი სხვა არის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ამ ფაქტებს ხან დაემთხვევა განცხადებები, რომელიც გარკვეული მიზნისთვის კეთდება, ხან არ დაემთხვევა. ჩვენ ფაქტს ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულები არიან. მათი მხრიდან კიდევ ჯგუფები ფინანსდება, რომლებიც გამოდიან და პიროტექნიკას ესვრიან პოლიციას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია პუტინის რეჟიმის მესიჯბოქსს იყენებს, ვოლსკი ამტკიცებს, რომ რუსულ მედიას არ ეცნობიან და არ აქვთ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი გეგმავს საქართველოს საპროტესტო აქციების მონაწილეებს 120 ევროს გადახდას, რათა ქუჩის პროტესტი განავითაროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics