|
2016-03-10 10:55:36, 1210 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: როდესაც საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, ქვეყანა არ შევარცხვინოთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, საკანონმდებლო ინიციატივას გულისხმობს. წულუკიანის თქმით, დარწმუნებულია, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებთა სამშობლოსთან კავშირს და ურთიერთობას კიდევ უფრო მარტივს გახდის. ”მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს, სოფლად, თუ ქალაქად, მივულოცო ევროკავშირის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო ეს გადაწტყვეტილება ასევე ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და მჯერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მათ კავშირს და ურთიერთობას ჩვენს სამშობლოსთან კიდევ უფრო მარტივს გახდის.მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ძალისმხევას ამ დიდ წარმატებაში, რადგან მათ თავიანთი პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შევა ევროკავშირის ქვეყანაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. აქ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ როდესაც საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, რადგან ევეროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვასა და იქაური წესების პატივისცემას. ესაა კოლექტიური ძალისხმევის შედეგი. გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გავქვს ხელშესახები იმისა, რომ საზღვრები გაიხსნება, რომ ჩვენ შევძლებთ, მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება, თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა ვიზიტორის სტატუსით, შევძლებთ ყოველგვარი რიგების, ვიზების მოძიების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში. გისურვებთ რომ ჩვენ ყველას ერთად გვეშენებინოს მომავალშიც ძლიერი ევროპული ქართული სახელმწიფო“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)