12:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 09:59:19, 407 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოიხსნას

 “არ გამოვრიცხავთ, რომ მიმდინარე წელს შეიძლება სავიზო რეჟიმი მოიხსნას რუსეთთან”, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისივე თქმით, 16 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიგორი კარასინს შეხვდება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება, თუ როგორ მუშაობს გამარტივებული სავიზო რეჟიმი.

“ რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიხალე არ არის. კარასინთან გვექნება საუბარი ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ როგორ მუშაობს ეს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა რაიმე პრობლემები და თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არის გასაკეთებელი ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დრის წესრიგი, იქ ვსაუბრობთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო საკითხებზე, ჰუმანიტარულ გარკვეულ პრობლემებს ვაგვარებთ, ამ თვალსაზრისითაც, იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ”, - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, ხო მარ ელოდება ქართული მხარე რუსეთისგან გარკვეულ ახალ წინადადებებს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, აბაშიძემ განაცხადა, რომ არა.

აბაშიძე არ გამორიცხავს,  მიმდინარე წელს რუსეთთან  სავიზო რეჟიმი მოიხსნას.

“სავიზო რეჟიმი მართლაც მნიშვნელოვნად გამარტივდა. ბოლო ორი თვეა მოქმედებს საკმაოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმი და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს შეიძლება საერთოდ მოიხსნას ეს სავიზო რეჟიმი, ვინაიდან ამის შესახებ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამაც გააკეთა შესაბამისი კომენტარი. ვნახოთ, შევხედოთ როგორ მუშაობას ეს სავიზო რეჟიმი, რამდენად მოუხსნა ჩვენს მოქალაქეებს პრობლემები და ა.შ.”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics