11:41 - 12 May, 2026
|
2025-02-25 13:10:10, 1321 ნახვა
რეგიონი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილი არ არის, რის გამოც, კლინიკებსა და სხვა საჭირო ობიექტებში ვერ მიდიან. მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. „ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში არც წყალი გვაქვს და არც დენი, გზა საერთოდ არ არის გაწმენდილი. 9 თვის ორსული ვარ, რა დროს რა მოხდება, არ ვიცი. საერთოდ არ იწუხებენ თავს გზის გაწმენდისთვის, მამაჩემმა არაერთხელ დაურეკა გამგებელს, მაგრამ შედეგი ნულია”, - ამბობს მოქალაქე ხატია დავითაძე. თავის მხრივ, ქობულეთის მერია სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ყველა უწყება აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს, რათა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)