11:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 16:19:58, 474 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ

ვიცეპრემიერ კახი კალაძის შეფასებით, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა,  უცნობი, არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ.

როგორც კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა, ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური  პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას,  ახალი სახეები ჭირდება.

„მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის“  დემაგოგიური განცხადებები, რომლებიც  ტყუილზეა დაფუძნებული. სიცრუე,  ტყიუილი იქცა ერთგვარ  სიმბოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩემს მიერ, პრმეიერმინისტრის მიერ, არაერთხელ გაკეთებული განცხადებებისა  კონსტრუქციულობაზე, ერთობლივ მუშაობაზე,  ვფიქრობ, ამ ადამიანებთან არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანები ისევ თავიანთ გზას ადგანან. ეს მათი არჩევანია. ვფიქრობ, პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა,  უცნობი არაგამარგინალებული სახეები უნდა შემოვიდნენ.

ახალ გამოწვევებს, დემოკრატიის და მაღალპროფესიონალური  პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას  ახალი სახეები ჭირდება და ვფიქრობ, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდება, ძალიან კომფორტულად იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული ელექტორატისთვის და მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს  ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics