12:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 17:27:48, 424 ნახვა

მსოფლიო
რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ

„როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით წერს, რომ მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

ამის შესახებ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ორმხრივ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იტყობინება „როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, ტამი ბრიუსზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს მხრიდან შეხვედრში მონაწილეობდნენ ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის დელეგაციას კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics