|
2025-02-18 11:34:35, 6462 ნახვა
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრისას განაცხადა. „საბედნიეროდ, „დინამო არენაზე“ პრობლემების ნაწილი მოგვარებულია და მხოლოდ 6000 ადგილი იქნება შეზღუდული მაყურებლებისთვის. ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მუჯირმა. 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრები სომხეთთან პირველ მატჩს 20 მარტს სტუმრად გამართავს, ხოლო თბლისში, „დინამო არენაზე“ მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)