08:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 11:04:43, 499 ნახვა

პოლიტიკა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი დღეს პანელურ დისკუსიებს დაესწრება

მიუნხენის კონფერენციის მუშაობის მესამე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ პანელურ დისკუსიას დაესწრება და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ამავე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პანელური დისკუსია ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა ევროპაში”, რომლის მოდერატორიც იქნება კონფერენციის ვიცეთავმჯდომარე რაინერ რუდოლფი.

დღესვე შედგება პანელი "უსაფრთხოების სერია“, სადაც სალომე ზურაბიშვილი დისკუსიაში მონაწილეობას მწერალთან და პუბლიცისტთან ენ ეპლბაუმთან ერთად მიიღებს.

ასევე, მიუნხენში დაგეგმილია შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics