08:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 21:51:55, 751 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი - ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს,  სპეციალურად დღევანდელი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის "ვივამედიდან" წერილი გამოაგზავნა. 

ქალი ჟურნალისტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკული პოზიციის გამო დაატუსაღა და თავისუფლება აღუკვეთა, წერს, რომ რეჟიმის დღის წესრიგის მიღებას არ აპირებს. 

"ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა" - ნათქვამია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ხელოვანებმა წაუკითხეს. 

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ყველა შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება". - წერია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics