10:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 22:23:01, 441 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბიშვილმა ასევე გამართა აუდიენცია ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოსთან.

„მიუნხენში, ამერიკის ვიცეპრეზიდენტის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტის ნახვა. სალომე ზურაბიშვილი ლიდერია, რომელსაც ევროპის სჯერა, იცის, საიდან მომდინარეობს საფრთხე და ვინ ესხმის თავს ჩვენს დემოკრატიას,“ - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს. შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics