12:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 14:24:37, 540 ნახვა

საზოგადოება
ისანში აწყურის ქუჩაზე, დღეს, 23:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვლის 23:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს.

ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 14 თებერვლის 23:00 საათიდან აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

შეზღუდვის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში აწყურისა და დიმიტრიადისის ქუჩების კვეთასთან იმოქმედებს ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით შეეძლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics