11:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 15:13:04, 394 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ეს ზომები უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ

თუ ვისაუბრებთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ყველაზე მკაფიო გამოსავალი არის ახალი არჩევნები - ამის შესახებ, ევროპის პარლამენტის წევრმა, რენიერ ვან ლანშოტმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რათა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. 

,,ჩვენ მივიღებთ რეზოლუციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებსა და სანქციებს, ასევე ვთხოვთ ევროპულ საბჭოს, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან გაერთიანებულები, სლოვაკეთისა და უნგრეთის გარეშეც მიიღონ ზომები. ამ ზომებმა არ უნდა დააზიანოს ქართველი ხალხი, არამედ უნდა იყოს მიმართული იმ თვითგამოცხადებული ხელისუფლებისკენ, რომელიც საქართველოს ავტოკრატიად აქცევს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics