13:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 12:40:14, 357 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული

სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას დუბაიში განუცხადა.

მისივე თქმით,  დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან.

 „ეს ხაზს უსვამს ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის შექმნილი ევროპარლამენტში. 6 წლის ვადით იყო სალომე ზურაბიშვილი არჩეული. თქვენ გახსოვთ, როგორ მოხდა მისი არჩევა. მაშინაც, ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ, „ქართულ ოცნებას". 6 წელიწადზე მეტია გასული ამ არჩევნებიდან. მას შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა, კონკრეტული ძალები ამას ვერ ეგუებიან. მათ კვლავაც სურთ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს უღირსი პრეზიდენტი, თუმცა, ეს არის უკვე ბნელი, მძიმე წარსული. სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული. რა თქმა უნდა, ასეთი ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში დღევანდელ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics