21:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 12:35:46, 518 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში დააბრუნა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა.

მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.

ამასთან, ნიკოლსმა USAID-ის შენობების გახსნისა და სააგენტოს გრანტების დაფინანსების შესახებ პროფკავშირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე კარლ ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში 14 თებერვლამდე იქნება, USAID-ის იმ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანას კრძალავს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics