21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 18:44:22, 531 ნახვა

პოლიტიკა
კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“.

კაია კალასი, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას  გამოყოფს და აცხადებს;

„ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი ასეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს. მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - აცხადებს კაია კალასი.

მისი განცხადებით, „ნდობისა და დიალოგის აღდგენის არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს“.

„ეუთო/ODIHR-ის ანგარიშის რეკომენდაციები ბოლო არჩევნების შესახებ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ“, - აცხადებს იგი.

კაია კალასის  თქმით, საქართველოს ხელისუფლება „კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვან, ხანგრძლივ გავლენას მოახდენს. ეს მნიშვნელოვნად შელახავს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, შეკრების თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას“.

„ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სერიოზულ მარცხს წარმოადგენს და არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ნებისმიერ მოლოდინს“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics