11:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 16:03:51, 1312 ნახვა

რეგიონი
მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა

დროებით ოკუპირებულ სოხუმში პირველი სატესტო ფრენა შესრულდა. ე.წ. ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტში რეისი მოსკოვიდან ავიაკომპანია UVTaero-მ შეასრულა.

"მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, სოხუმის აეროპორტში ჩამოვიდა თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასასრულს უახლოვდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება. ტურისტული სეზონის დასაწყისიდან ველოდებით რეგულარულ ფრენებს რუსეთის ქალაქებში", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ.

UVTaero რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც რეისებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასრულებს. ამასთან, ავიაკომპანიის ვებვერდის თანახმად, ის უზბეკეთში: ტაშკენტსა და სამარყანდში დაფრინავს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics