00:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 11:27:23, 374 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს მაკკლირი - ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება

საქართველოში ვითარება უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, - მის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მხარი უნდა დაუჭიროს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, როგორიცაა ქალბატონი ამაღლობელი“, - წერს ბრიტანელი პარლამენტარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics