00:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 16:33:18, 374 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი - საქართველომ ცივილიზებული ქვეყნების კლუბი დატოვა

ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, მას “რეჟიმს” უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზას ადგას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება ბელარუსისა და რუსეთის რეჟიმებს, რაც გამოიხატება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და რეპრესიული კანონების მიღებაში.

ევროპელი პოლიტიკოსი მზია ამაღლობელსა და სხვა უკანონოდ დაპატიმრებულებს სოლიდარობას უცხადებს და განმარტავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები საქართველოს აშკარად არაევროპულ გზაზე აყენებენ, რაც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეში აგდებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური დემონსტრაციაა იმ სისასტიკის, რასაც თბილისის ამჟამინდელი რეჟიმი ავლენს. მოდით, მას რეჟიმი ვუწოდოთ. ისინი ყოველ ჯერზე უარესისკენ მიდიან. ვხედავ ძალიან ცუდ ტენდენციას საქართველოსთვის. ჩემი აზრით, საქართველომ დატოვა ცივილიზებული, ევროპული ქვეყნების კლუბი. ისინი ბელარუსისა და რუსეთის გზით მიდიან. ჩემი აზრით, საქართველო ძალიან საშიშ მდგომარეობაშია. აბსოლუტურად საშიშში. ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთვის სრულიად არაევროპული სცენარი აქვთ". - განაცხადა პეტრას ავსტრევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics