01:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 08:55:08, 440 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ

უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ის კონტროლის ქვეშ მოგვექცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი არ თვლიან, რომ აშშ-სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები - ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, საჭიროა USAID-ის რეფორმირება.

”არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, - აღნიშნა რუბიომ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics