04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:06:39, 664 ნახვა

საზოგადოება
„მაესტროს“ ჟურნალისტები ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ აპირებენ

სადაო 25%-ის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებების შესრულებას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაშია აღნიშნული.

ისინი იმედოვნებენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არხის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის.  

"გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია "მაესტროზე", ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროს" რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას.

ვიმედოვნებთ, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე", - ნათქვამია "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევან გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრმა „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics