|
2025-01-30 12:58:09, 1085 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საბიუჯეტო სფეროში მომუშავეები ხელფას ვერ იღებენ
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებს იანვრის ხელფასს უგვიანებენ. ბიუჯეტის ხელფასზე მყოფებს დაგვიანების შესახებ მარიონეტული რეჟიმის ფინანსთა მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა შეატყობინა. "იანვრის ხელფასს სამხრეთ ოსეთის ყველა უწყება ეტაპობრივად 15 თებერვლამდე მიიღებს. თანხის გაცემა ეტაპობრივად მოხდება და ყველა სტრუქტურას მოიცავს. სრული ხელფასის გადახდა უახლოეს ერთ თვეშია მოსალოდნელი. როგორც წესი ხელფასის გაცემა 3 დღის განმავლობაში ხდება, მაგრამ ამ თვეში იგეგმები 10-15 თებერვლის ვადაში გადახდა". – თქვა ტადტაევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. არ სახელდება მიზეზი, რომლის გამოც ფულის გარეშე დარჩნენ ბიუჯეტის ანაზღაურებაზე მყოფი ადამიანები. გარდა ამისა, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის საგანგებო სიტუაციებისა და ფედერალურ საბაჟო სამსახურებთან თანადაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. რეგიონის ექსპერტების თქმით, მსგავსი რამ 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა. ხელფასების დაგვიანება შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი იყოს, თუმცა ექსპერტების ნაწილის აზრით, შესაძლოა ფინანსურ ტრანზაქციებს მოსკოვი აფერხებს, ვინაიდან ცხინვალს რუსეთთან არაერთი შეუსრულებელი ვალდებულება აქვს დაგროვებული. მაგალითისთვის მოყავთ "2022-2025 წლებში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება", რომელსაც მხარეებმა 2022 წლის 4 აგვისტოს მოაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)