|
2025-01-29 12:22:49, 369 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში მნიშვნელოვანი პუნქტებია: აპრილამდე დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები
სტრასბურგში კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორებიცაა: აპრილამდე ახალი არჩევნების დანიშვნა, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობაზე, სამართალდამცველთა პასუხისგებაში მიცემა. „სტრასბურგში, კენჭი ეყრება საბოლოო რედაქციას, იმ დასკვნის, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საქართველოსთან მიმართებაში. როგორც იცით, სამი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დასკვნაში შესული - რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აპრილამდე უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცავები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. შესაბამისად დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს და აუცილებლად ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ, ველოდებით საბოლოო შედეგს, რომელიც დღეს საღამოს იქნება ცნობილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)