16:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 09:41:39, 564 ნახვა

პოლიტიკა
დღეს, საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ

დღეს, საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. 

სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება,  26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.  მოხსენების ინიციატორია  PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

სესიას დაესწრება საქართველოდან ოპოზიცია. მათი განცხადებით, ისინი  არჩევნების დროს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ,  სხდომის დღის წესრიგში უკვე გაწერილი ALDE-ს წვერების პრეზენტაცია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრებენ.

წლის დასაწყისში  პარტიებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.

"ჩვენი მიზანია, რომ იქ "ქოცებთან" მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ ეს არ იყოს Business as usual. უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რაც არის არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოპარული არჩევნების გამო არც ამათი ე.წ პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობა და არც მთავრობის არჩეული ყაველაშვილი. მიგვაქვს ნაბეჭდი მასალა, რომელიც ეხება  არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას." - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას "ქართული ოცნების" პარლამენტის დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გეგმავს.  დელეგაციაში ასევე იქნებიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და "ოცნების" სხვა წევრები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics