02:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 17:43:47, 669 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთში სტუმრად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორის თათეშვილმა პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო და განუმარტა, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეიძინა ვერტიკალური საბურღი აპარატი, მიკროსკოპი, ლენტური სახერხი მანქანა, რომელთა წყალობითაც გააუმჯობესა სადურგლო და საიუველირო საქმიანობა.

2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც 31 მარტს დასრულდება. პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, მეწარმეთა მხარდაჭერას, რეგიონული ბაზრების განვითარებას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics